Blog
Single

Home   >   Blog Single

ტორფის განმარტება


ტორფი (გერმ. Torf) — საწვავი სასარგებლო წიაღისეული, რომელიც წარმოიქმნება ჭაობის მცენარეთა ნაშთების დაშლით ჭარბი დანესტიანებისა და თითქმის უჰაერობის პირობებში.

აქვს რთული ქიმიური შემადგენლობა. მისი წვადი ნაწილის ძირითადი კომპონენტებია: C (50-60%), H (5-6,5%), O (30-40%), N (1-3%), S (0,1-1,2%, ზოგჯერ 2,5%-მდე).

ბუნებრივ პირობებში ჭარბად შეიცავს ტენს (88-96%) და ფორიანია (96-97%), აქვს ერთგვაროვანი ან შრეებრივი ტექსტურა; ყვითელი, მურა ან შავია. სიმკვრივე 0,3გ/სმ³. თბოუნარიანობა (40%-იანი ტენიანობის დროს) 2650-3120 კკალ/კგ. თბოენერგეტიკის გარდა გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ქიმიურ მრეწველობასა და სხვ.

Get In Touch

Contact Us

Address

Georgia, Dmanisi Municipality, village VelisPiri

OFFICE PHONE

+995 599 729070

Mail

v.kavadze@outlook.com

    Top
    Share This